კონფიდენციალურობა

“ჩექაფი” უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. 

მომხმარებელი, შეკვეთის ელექტრონულად შევსებისას გვაწვდის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შესაბამისი ფორმით ინახება “ჩექაფის” ელექტრონულ სისტემაში და დაცულია მაღალი სტანდარტებით. მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ითვლება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებად, რომელიც “ჩექაფში”  ინახება კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამდენად, კანონით დადგენილი მიზნის გარდა, სხვა საფუძვლებით მისი გადაცემა არ ხდება სხვა პირებისათვის. 

“ჩექაფის” მიერ მომხმარებლის მომსახურება ხდება შეკვეთის ფორმის შევსების შემდეგ. ამავე ფორმაში წარმოდგენილია თანხმობის ფორმა, რომელიც შეიცავს პერსონალური მონაცემების კონკრეტული მიზნით დამუშავების შესახებ ნებართვას, ამდენად მონაცემების დამუშავება ხდება სათანადო წესით გაფორმებული თანხმობით, რომელსაც ხელს აწერს პაციენტი.

“ჩექაფის” დოკუმენტაციის მოწესრიგება ევალებათ კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომელიც აანალიზებენ პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტებსა და მიზნებს და აქვთ სათანადო ცოდნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი რეგულირების თაობაზე. პაციენტის მიერ “ჩექაფისთვის” მიწოდებული სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და რჩება “ჩექაფის” ფარგლებში.  

“ჩექაფის” ნებისმიერ თანამშრომელს გააჩნია პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.  “ჩექაფი” უზრუნველყოფს პაციენტების წინაშე ზემოაღნიშნული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასა და პაციენტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების სრულყოფილ რეალიზებას.”