ჩექაფი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სახლიდან ტესტირების სერვისია, ჩვენთან ჩაიტარებ კვლევას სგგდ ინფექციებზე, გაივლი კონსულტაციას ექიმთან და საჭიროებისამებრ მიიღებ დანიშნულებასაც.

კლინიკაში ვიზიტი არ გჭირდება, სერვისი დისტანციურია და სახლიდან გაუსვლელად გაიტესტები, აირჩიე სასურველი პაკეტი, დააფიქსირე შეკვეთა და დაელოდე პასუხებს, რომელსაც 2 სამუშაო დღეში მიიღებ – https://checkup.help/shop/

კვლევა ტარდება შარდის ნიმუშით, მასალის შესაგროვებლად დაგჭირდება სტერილური კონტეინერი, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენ, დილის შარდის პირველი პორცია (20-30ml) მოაგროვე სტერილურ კონტეინერში, სასურველია ნიმუში აიღო კურიერის მოსვლამდე 15 წუთით ადრე, ხოლო თუ კურიერის მოსვლამდე დარჩენილია 45 წუთზე მეტი, შეგროვებული ნიმუში, კონტეინერით შეინახე მაცივარში. მასალის შეგროვებამდე სასქესო ორგანო არ საჭიროებს დაბანა/გასუფთავებას. პროცედურა უმკტივნეულო და კომფორტულია.

ტესტის/ პაკეტის ღირებულებაში შედის ექიმთან კონსულტაციაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავს შესაბამის მკურნალობას.

ტესტის ჩაბარებიდან 2 სამუშო დღეში ელექტრონულად მიიღებთ პასუხებს.

ამ ეტაპზე დაზღვევა არ მოქმედებს.

პროცედურა არის სრულად უმტკივნეულო და კომფორტული, ხოლო PCR კვლევის მეთოდი, ითვლება ოქროს სტანდარტად და გვაძლევს ზუსტ პასუხებს.

ჩექაფი ტესტის პასუხების მიღების შემდეგაც არ დაგტოვებს მარტო, სერვისი მოიცავს ექიმის მომსახურებასაც(უროლოგი/გინკეოლოგი) რომელთანაც ჩაგინიშნავთ კონსულტაციას,ის მოგაწვდის ინფორმაციასა და დანიშნულებას კვლევის შედეგებიდან გამომდინარე

შეკვეთისას არ გჭირდებათ სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითება, საჭიროა მოქმედი ელ.ფოსტა, რომელზეც მიიღებთ კვლევის პასუხებს. ლაბორატორიას საკვლევი ნიმუში ეგზავნება შეკვეთის ნომრით და იდენტიფიცირებაც შეკვეთის ნომრით ხდება. კვლევის პასუხების დოკუმენტშიც დატანილია ზოგადი ინფორმაცია, სახელის, გვარისა და სქესის ველებში.

ბევრი სგგდ შეიძლება იყოს ასიმპტომური და ტესტირება მნიშვნელოვანია ადრეული გამოვლენისთვის, გადაცემის თავიდან ასაცილებლად და თქვენი ზოგადი სქესობრივი ჯანმრთელობისთვის.