Powered by Smartsupp

Tag Archives: Education

რა უნდა ვიცოდე სგგ ინფექციებზე?

სგგი-ს იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები რომლებიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდებიან.

– ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები:
– ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)
– ტრიქომონიაზი (Trichomonas Vaginalis)
– ქლამიდია (Chlamydia Trachomatis)
– გონორეა (neisseria Gonorrhoeae)
– გენიტალური ჰერპესი (HSV 1, HSV 2)
– სიფილისი (Treponema Pallidum,Syphilis)
– ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV)
– მიკოპლაზმა გენიტალიუმი
– B ჰეპატიტი

ჩამოთვლილთაგან ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი სრულად განკურნებადია.
დანარჩენ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტებით მართვა და პერიოდული სკრინინგი (გეგმიური შემოწმება,ტესტირება რაც გვეხმარება ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და პრევენციაში).