სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რა უნდა ვიცოდე?

სანამ იმის გარკვევაზე გადავალთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, მოდი გავაკრვიოთ  თუ რას ნიშნავს ტერმინები ,,სგგი’’ და ,,სგგდ’’ ლათინურად STI და STD?

ხშირად,ორივე ტერმინს იყენებენ ერთი და იგივე მნიშვნელობით, თუმცა მათ შორის არის განსხვავება.

სგგდ (STD) – არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ხოლო სგგი (STI) – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
სგგ ინფექციები ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შესაძლოა ვიყოთ რაიმე ინფექციის მატარებელი და გავავრცელოთ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდეთ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ვითარდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (სგგი) გამო და როგორც წესი, ყოველთვის ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ნიშნები. სიტყვა „ინფექცია“ უფრო ზუსტი და ნაკლებად სტიგმატიზირებულია, ვიდრე „დაავადება’’, შესაბამისად ჯანდაცვის პროვაიდერები უმეტესწილად იყენებენ ტერმინს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. 

რა იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს?

სგგი-ს იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები რომლებიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდებიან.

ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია:

  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)
  • ტრიქომონიაზი (Trichomonas Vaginalis)
  • ქლამიდია (Chlamydia Trachomatis)
  • გონორეა (neisseria Gonorrhoeae)
  • გენიტალური ჰერპესი (HSV 1, HSV 2)
  • სიფილისი (Treponema Pallidum,Syphilis)
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV)
  • მიკოპლაზმა გენიტალიუმი
  • B ჰეპატიტი

ჩამოთვლილთაგან ქლამიდია, გონორეა, სიფილისი (და ტრიქომონიაზი სრულად განკურნებადია.
დანარჩენების შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტებით მართვა და პერიოდული სკრინინგი (გეგმიური შემოწმება,ტესტირება რაც გვეხმარება ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და პრევენციაში).

როგორ ვრცელდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

როგორც ვახსენეთ, სგგ ინფექციები ძირითადად ვრცელდება სქესობრივი გზით. გავრცელება ხდება ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კავშირისას, იქნება ეს ვაგინალური, ანალური თუ ორალური სექსი.
ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ორსულობისას დედიდან ნაყოფს გადაეცეს, გავრცელდეს საზიარო ნემსებით, სისხლით, სპერმით, და კანიდან-კანზე კონტაქტით.

რა სიმპტომები აქვს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს

ხშირად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს არ აქვს სიმტპომები და შეიძლება გვქონდეს ისე, რომ არაფერი ვიცოდეთ. სიმპტომები განსხვავდება ინფექციის ტიპის მიხედვით და მნიშვნელოვანია ტესტირება, რომ დავადგინოთ რა ინფექცია გვაქვს და რაზე უნდა ვიმკურნალოთ.

სგგ ინფექციების გამოხატული სიმპტომებია:

  • გამონადენი პენისიდან ან ვაგინიდან
  • გამონაყარი ან წყლული სასქესო ორგანოს ან ანუსის უბნებში
  • ქავილი და სიწითლე სასქესო ორგანოების ირგვლივ
  • წყლულები პირის ღრუში ან პირის გარშემო
  • ვაგინის უჩვეულო, თევზისებრი სუნი
  • ტკივილი სექსის/შარდვის დროს

უფრო მწვავე ინფექციებს ასევე შეიძლება ახასიათებდეს:

შესაძლოა მსგავსი სიმტპომებით ხასიათდებოდეს საშარდე გზებისა და სოკოვანი ინფექციებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია და კვლევის ჩატარება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა.

როგორ დავიცვა თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან?

ყველა  ადამიანი, ვინც სქესობრივად აქტიურია, გარკვეულწილად არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადადების რისკის ქვეშ.იმისათვის, რომ შევამციროთ სგგი გავრცელების რისკები,მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსის პრაქტიკა, რაც გულისხმობს ქონდომის (პრეზერვატივის) გამოყენებას, პარტნიორთან გულწრფელ კომუნიკაციას, სარისკო ქცევების შემცირებასა და პერიოდულ ტექსტირებას სგგი-ზე.

თუ ერთი სქესობრივი პარტნიორი გყავს და სარისკო ქცევები მინიმუმადე გაქვს დაყვანილი, სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც გაიტესტო სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.ხოლო, სარისკო ქცევების შემთხვევაში, როგორიცაა: დაუცველი სექსი,მრავალობიი პარტნიორი,ახალი პარტნიორი, პარტნიორი, რომელსაც სექსი სხვასთანაც აქვს, ა.შ გაიტესტე უფრო ხშირად. ამ გზით ზრუნავ როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის (პარნტიორების) ჯანმრთელობაზე. 

Სახლიდან, უმკტივნეულო, კომფორტული და სწრაფი ტესტირება თუ დაგჭირდება ჩვენს პაკეტებს გადაავლე თვალი 👇
ყველა პაკეტში შედის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაც.

 

249.00
499.00
149.00
249.00